пятница, 9 января 2015 г.

შეხვედრა ქიმიის პედაგოგებთან

  „სკოლა, ქიმია, მომავალი“
პრეზენტაცია ქიმიის  პედაგოგებისათვის
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 2015 წლის 10 იანვარი 12.00 სთ. 
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება:
•სკოლა - საფუძველი ქიმიის პოპულარიზაციისათვის
•ქიმია და სკოლა: პრობლემები, გადაჭრის გზები
•მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, საგნობრივი კომპეტენციის ამაღლების ეფექტური გზების ძიება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად
•საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გამოყენება
•ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი - არსი, მიზნები
•ქიმიის მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანება - მიზნები, შესაძლებლობები, მოსალოდნელი შედეგები
•უნივერსიტეტი და სკოლა - ერთობლივი ამოცანები, პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზები და საშუალებები
•საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია: გაწეული აქტივობები, მიზნები
მისამართი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,
240 დ. აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
აუდიტორია 318
საკონტაქტო ტელეფონი: 593 35 75 38

შეხვედრა ქიმიის პედაგოგებთან


2015 წლის 10 იანვარს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის შეხვედრა თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების ქიმიის პედაგოგებთან. შეხვედრაში 30-მდე პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.
სპქა-მ წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მასწავლებლების წინაშე წარადგინა. მიმდინარე წელს სპქა-ს ძირითადი პრიორიტეტი იქნება სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე დაისახა მიზნები, რომ:
  • ქიმიის პორტალზე www.chemistry.ge გაკეთდება სპეციალური გვერდი ქიმიის მასწავლებლებისათვის, რომელზეც მათ შეეძლებათ თავისუფლად დარეგისტრირება. სპქა ყველა რეგისტრირებულ მასწავლებელს ყოველი თვის ბოლოს გაუგზავნის სიახლეებს და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას;
  • სპქა ქიმიის პორტალზე მუდმივად გამოაქვეყნებს ინფორმაციას ქიმიის პედაგოგების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ
  • ერთობლივი ძალებით შემუშავდება სასკოლო სწავლების თვალსაჩინოების მასალები და სხვა დამხმარე რესურსები
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე დაიგეგმება და ჩატარდება ტრენინგები
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ ქიმიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს.
  • ქიმიის მასწავლებლებს უფასოდ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ პუბლიკაცია ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“
  • გასვლითი სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება სკოლებში

ასევე გადაწყდა, რომ მასწავლებლებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. იგეგმება მასწავლებლებთან შეხვედრები რეგიონებშიც.