вторник, 10 ноября 2015 г.

მოსწავლეთა ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ნიადაგმცოდნეობაში

      6 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის (დირექტორი აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე) ინიციატივით, ჩატარდა მოსწავლეთა ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ნიადაგმცოდნეობაში.
      ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ თბილისის, ზესტაფონის, მარნეულის, გარდაბნისა და გორის რაიონების, რუსთავის, საჩხერის, დუშეთის და თელავის სკოლის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები.
     ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლე სალომე ლასარეიშვილი I ადგილის მფლობელი გახდა.